ხელვაჩაურის პირველადი ბიუჯეტი 15 819 311 ლარით განისაზღვრა

ხელვაჩაურის  პირველადი ბიუჯეტი  15 819 311 ლარით განისაზღვრა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ბოლო სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის ნადიმ ვარშანიძის  თავმჯდომარეობით  ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა  19 ხმით 5 წინააღმდეგ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს. დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის  მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ წარუდგინა.

ახალ დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად 2018 წელს ხელვაჩაურში 3 132 274 ლარი ინფრასტრუქტურული ღონისძიებებს მოხმარდება, მათ შორისაა  სოციალური სახლის მშენებლობა, სოფელ ახალშენსა და ორთაბათუმში  საბავშვო ბაღების  მშენებლობა, სასმელი წყლის რეზერვუარების და ავზების მოწყობა, სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლებზე ფერდსამაგრი ნაგებობის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამა.

მომავალი წლის ბიუჯეტით გრძელდება სოფლებში შიდა სასოფლო გზების დაბეტონება და მოსაცდელების მშენებლობა.

მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში კვლავაც გრძელდება 15 პროგრამის დაფინანსება და   აღნიშნული ღონისძიებებისათვის 2018 წლის განმავლობაში  622890 ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე  წარდგენილი იყო განათლების, კულტურის, სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამები, რომელთა წლიური  დაფინანსება ჯამში 230 000 ლარით განისაზღვრა.

 

საკრებულოს სხომაზე  მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტზე აქცენტები გააკეთეს როგორც პოზიიციდან ასევე ოპოზიციის წამომადგენლებმა.

სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.