ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად 45 წლის დაღუპული

       ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად 45 წლის დაღუპული ელგუჯა ქართველიშვილი სოციალურად დაუცველი იყო. სახელმწიფოსგან დახმარების სახით 4 სულიანი ოჯახი ყოველთვიურად 180 ლარს იღებდა. 
       2016 წელს ხელვაჩაურის მუნიციაპლიტეტის გამგეობამ აღნიშნულ ოჯახს კაპიტალური შენობის გასამაგრებელი სამუშაების განსახორციელებლად 7 747 ლარი გამოუყო. სპეციალური კომისის დასკვნის თანახმად, აღნიშნული თანხა ოჯახმა მიზნობრივად გახარჯა. თუმცა ელგუჯა ქართველიშვილი მეუღლლესთან და შვილებთან ერთად ეზოში არსებულ ხის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. 
       ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გარდაცვლილის ოჯახს გამგეობის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი დახმარების სახით თანხა გამოეყოფა. რაც შეეხება დანგრეულ საცხოვრებელ სახლს, სპეციალური კომისიის დასკვნის შემდეგ გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ ოჯახს. 
       სოფელ მნათობში მცხოვრები ელგუჯა ქართველიშვილი ხის სახლის სახურავის ჩამოიგრევის შედეგად გარდაიცვალა. მას მეუღლე და 2 შვილი ყავდა.