ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. განაცხადების მიღება 2017 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება.
პროგრამით ისარგებლობენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომლებსაც 2016 – 2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრში თითოეულ საგანში აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (91 და მეტი ქულა) და სწავლობს საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში.
დაინტერესებულმა პირმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ID ბარათი ან პასპორტი);
გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ;
დ) მოქალაქის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ( საჯარო რეესტრი);
ე) სტუდენტის საბანკო ანგარიშის ამონაწერი;