ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი

7 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გაიმართა სახალხო ზეიმი - მაჭახლობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 
დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, გაიმართა სპორტული ღონისძიებები და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
„საპატიო სტუმრებად“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი, სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის პრეზიდენტი სალომე ბარამიძე და ვიცე-პრეზიდენტი ორჰან ბერიძე დასახელდნენ. საპატიო მაჭახელელად სოფ. ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი შაშიკაძე დასხელდა.
ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.