ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეპრესირებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეპრესირებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ რეპრესირებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობა. ღონისძიების მონაწილეებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის მძიმე პერიოდი რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია.
საქართველოში, 22 ივლისი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ 2002 წლიდან აღინიშნება.