ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კვლავ გადაუღებლად თოვს

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კვლავ გადაუღებლად თოვს. მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ელექტროენერგია მიეწოდება ყველა სოფელს. დღეს დილიდან 10 ერთეული ტექნიკით იწმინდებოდა გზები. გაწმენდილია ყველა ცენტრალური გზა. შიდა სასოფლო გზების გაწმენდა ხვალ დილიდან დაიწყება. 
     ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ბოდიშს უხდის მოსახლეობას მაღალ სოფლებში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეფერხებების გამო.

    მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!