ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღეს მეორე სხდომა ჩაატარეს. ჯგუფის წევრები ამჯერად სოფელ მახვილაურში იმყოფებოდნენ. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ნადიმ ვარშანიძე ამბობს: მუშაობა ამ ეტაპზე ბათუმის მუნციპალიტეტის მერიასთან ერთად მიმდინარეობს, სავარაუდოდ სოფელი ზედა მახვილაური და მისი შემოგარენი სოფლები, რომლებიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან უფრო ახლოსაა ვიდრე ბათუმთან, უწინდებურად კვალავ ხელვაჩაურის საზღვრებში მოექცეს.