ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 29 ივნისს გაიმართება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 29 ივნისს გაიმართება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის  29 ივნისს,   12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11  -  საათიდან.

სხდომის დღის წესრიგი

1.განკარგულების პროექტი-„საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის #02 განკარგულებაში  დამატების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

2.განკარგულების  პროექტი-„მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტის სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საიჯარო საწყისი ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სარფში მდებარე 15კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოქალაქე იაშა თანდილავაზე პირდაპირი გზით, სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

5. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

6. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ .

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

7.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლისათვის,   „სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა“ სახელის შეცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

8. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძლების შესახებ“.

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

9. სხვადასხვა