ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე. 

კომისიის სხდომის დღის წესრიგი

1.დადგენილების პროექტი - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.


მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია ხელვაჩაურის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის უფროსი

2.განკარგულების პროექტი - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ.


მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

3. განკარგულების პროექტი - ხელვაჩაურის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.


მომხსენებელი: გურანდა დოლიძე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

4. სხვადასხვა