ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა 24 მაისს 14:00 საათზე ჩატარდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა 24 მაისს 14:00 საათზე ჩატარდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდება 24 მაისს, 14:00 საათზე.
ბიუროს სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

1. დადგენილების პროექტი - ”ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი

თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

 

2. განკარგულების პროექტი - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2018 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #78 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.


მომხსენებელი: სოფიო მურვანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

3. განკარგულების პროექტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლებისა და კულტურის სამსახურის მიერ 2018 წლის კულტურულ - საგანმანათლებლო, სპორტული, სტუდენტური და ახალგაზრდული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #79 განკარგულებაში (დანართი #1, #2 და #3) ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: მადონა დავითაძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი

4. განკარგულების პროექტი - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში ასლან ფუტკარაძის მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთში თევზის ტბორისა და თევზსაშენი მეურნეობის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“

მომხსენებელი: ზეინაბ კაკაბაძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი

5.განკარგულების პროექტი - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“.

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

6.სხვადასხვა