ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მერმა აღნიშნა, პირველ რიგში ე.წ. სატეხიის გადასახვევიდან მახოს ხიდამდე მარჯვენა მხარის ხელვაჩაურის ტერიტორიებში დაბრუნებაზე მუშაობენ. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ტოპოგრაფიული რუკის შექმნისთვის ტენდერის გამოცხადება იგეგმება. მერმა ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოების ძირითად მოტივად დაასახელა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ადმინისტრაციული ცენტრი. ასევე, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოს ცხოვრობს ურთიერთობა უწევთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან რომელიც საკმაოდ დაშორებულია აღნიშნული დასახლებიდან. ახალი საზღვრებით მოსახლეობა დაბრუნდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, რაც უფრო კომფორტულს გახდის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობას.