ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგი გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგი გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით: სტრატეგიული დადეგმარება და ინფრასტრუქტურის როლი.
ტრენინგი ჩაატარა საერთაშორისო ორგანიზაცია ეპტისას წარმომადგენელმა, რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
აღნიშნულ სემინარს ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.