ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

მინდა ყველას მოგილოცოთ შობა-ახალიწელი! ახალი წელი ხელვაჩაურისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, მშვიდობის, ბარაქის, სიძლიერისა დაკ ეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს.
2018წელი ჩვენი რეგიონისთვის დაწყებული პროექტების გაგრძელების, სოციალური პროგრამების და ახალი გამოწვევების წელი იქნება. 
2017 წელი დატვირთული იყო მიღწევებით , გამოწვევებით, წარმატებებით, მაგრამ ასევე იყო სირთულეებიც.
ერთ- ერთი მთავარი მიღწევა,რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით შედგა, ეს არის მაჭახლის ხეობის 9 სოფლისთვის მაღამთიანი დასახლების სტატუსისი მინიჭება. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ისარგებლებს განსაკუთრებული შეღავათებით,რომელსაც მთის კანონი ითვალისწინებს. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს წელს შეემატა მესამე სოციალური სახლი. ურეხის სოციალურ სახლში 23-მა ეკომიგრანტმა მიიღო ახალი ბინა. ჯამში მუნიციპალიტეტში 73 ეკომიგრანტი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა. ანალოგიური კატეგორიისთვის 2018 წელს ვგეგმავთ კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობას.
2017 წელს ხანძრის შედეგად დაზარალებულ 27 ოჯახს სახელწიფომ საცხოვრებლის ასაშენებლა ჯამში 756 000 ლარი ჩაურიცხა. გასულ წელს ხელვაჩაურში აშენდა 4 ბაღი, დაიგო 5600 გრძივი მეტრი არმირებული გზა. ასევე განხორციელდა სასმელი წყლის 40 და ფერდსამაგრი სამუშოაების ასობით პროექტი. ჩვენ ვიცი, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან ჩვენი მოსახლეობის ყოფითი პრობლემების აღმოსაფხვრელად ეს საკმარისი არ არის.
2018 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია. გეგმები დასახულია. მერიის ყველა ინფრასტრუქტურული ღონისძიება მორგებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებაზე. 
დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ერთად გაკეთებული კარგი საქმით და მიღწეული შედეგებით. გპირდებით, რომ 2018წელი, მართლაც, იქნება წარმატებული წელი მუნიციპალიტეტისთვის. 
გილოცავთ! უფალი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და მთელ საქართველოს!