ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა

ძვირფასო ბავშვებო, ახალგაზრდებო , პედაგოგებო და მშობლებო! 
გილოცავთ ახალი 2017-2018 წლის სასწავლო პროცესის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს! განსაკუთრებით პირველ კლასელებს!
„თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია და გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ პატარების განათლებაზე, ვინაიდან, განათლებული თაობის გარეშე ყოველგარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. ჩვენ ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც მეცნიერებას, ვერც ახალ ტექნოლოგიებს ვერ დავნერგავთ, თუ არ გვეყოლება შესაბამისად განათლებული თაობა. ჩვენთვის პრიორიტეტულია სათანადო განათლების მიცემა მომავალი თაობებისთვის‘’- განაცხადა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.