ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს მთელ მოსახლეობას ულოცავს ვიზალიბერალიზაციას

        ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს მთელ მოსახლეობას ულოცავს  ამ '' ისტორიული დღეს’’ ვიზალიბერალიზაციას.  

     2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

       დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. ახლა დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები. საქართველო არის მეორე ქვეყანა მოლდოვას შემდეგ, რომლის  მოქალაქეებსაც ექნება ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის საშუალება ვიზის გარეშე 180 დღის განმავლობაში. სავარაუდოდ მარტის ბოლოდან ამოქმედდება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან.