ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი NGO-სთან ერთად ახალ პროექტს იწყებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი NGO-სთან ერთად ახალ პროექტს იწყებს

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ახალ პროექტს იწყებს, რომლის ერთ-ერთი სამიზნე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია. პროექტის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მალხაზ სალვარიძეს გააცნეს. მოგვიანებით დეტალური ინფორმაცია ნათია აფხაზავამ მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. პროექტ “ ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“მიზანია საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება და თვითმმართველობის აქტორებს შორის თანამშრომლობის სტიმულირება სამი მიმართულებით. აქცენტი გაკეთდება სამოქალაქო მონიტორინგის დანერგვაზე, ასევე ყურადღება დაეთმობა ბიუჯეტირების პროცესს. ბენჩმარკინგის დანერგვა საჯარო ანგარიშვალებულებისა და გამჭვირვალობისთვის.