ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი " კოლხობა 2017"-ზე გიწვევთ
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სახალხო დღესასწაული ,,კოლხობა 2017" სარფის სანაპიროზე გაიმართება.
სარფში 18:00 საათზე დაიწყება კულტურული ღონისძიება. პარალელურად გაიმართება ლაზური კერძების დაგემოვნება, ფოტო გამოფენა, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა.
ღონისძიებაში ადგილობრივი ანსამბლებთან ერთად სხვადასხვა მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.
სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1979 წელს ჩაეყარა, რომელიც ქვაომხაზობის სახელით გაიმართა. „კოლხობა“ მეფე აიტსა და მედეას მითთან არის დაკავშირებული.