ხელვაჩაურის მკვიდრ რიგითებს მედლები გადასცეს
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ხალვაშმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის რიგითებს მედლები გადასცა. ცინცაძე ამირანი სოფელ კირნათის, გიორგი ბასილაძე ჩიქუნეთის, ხოლო მერაბ დუმბაძე სოფელ განახლების მკვიდრები არიან. მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დროს სტიქიური მოვლენებისას წლების მანძილზე თავდაუზოგავად იბრძოლეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია დიდი მადლობას უხდოს გმირული და თავდაუზოგავი მამაცობისთვის ადგილობრივებს და მათ წარმატებებს უსურვებს!