ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა მინი სპექტაკლი

დღეს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა მინი სპექტაკლი , რომელშიც ასახული იყო 9 აპრილს მომხდარი მოვლენები, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცის დარბევის მოვლენებზე. სპექტაკლი დაიდგა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების მონაწილეობით. დამდგმელი რეჟისორი აჩიკო გოგუაძე.