ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე ,,საბჭოთა რეჟიმი და რეპრესიები"

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე ,,საბჭოთა რეჟიმი და რეპრესიები"

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ კომუნისტური რეჟიმის დროს რეპრესირებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში საჯარო ლექცია გამართა თემაზე ,,საბჭოთა რეჟიმი და რეპრესიები". ლექციაზე ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფოთა პოლიტიკური სისტემების, მართვა-გამგეობის ფორმების, იდეოლოგიათა სახეობებისა და თანამედროვე მსოფლიოში არსებული მმართველობის ფორმების შესახებ. ახალგაზრდები გაეცნენ კომუნისტური რეპრესიების და საბჭოთა რეჟიმის არსებობის თანმდევი უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმაციას. ლექციაზე ასევე განხილული იქნა დემოკრატიის არსი, მნიშვნელობა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი დემოკრატიის განვითარების პროცესში. საჯარო ლექცია მიზნად ისახავს მოზარდებსა და ახალგაზრდებში საბჭოთა რეჟიმის უარყოფითი შედეგების გააზრების ხელშეწყობასა და რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღის მნიშვნელობის გათავისებას.