ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მიღება იწყება!

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მიღება იწყება!

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსების ფარგლებში, ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მიღება ი წ ყ ე ბ ა!

თუ თქვენ ხართ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, გაქვთ იდეა და გსურთ განახორციელოთ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი, შეგიძლიათ წარმოადგინოთ განაცხადი და პროექტის შერჩევის შემთხვევაში მიიღოთ დაფინანსება.

პროექტის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
✔️პროექტის აქტუალურობა;
✔️პროექტის სარგებლიანობა/პროდუქტიულობა;
✔️პროექტის მდგრადობა;
✔️პროექტის მოსარგებლეთა რაოდენობა;
✔️პროექტის ინოვაციურობა;
✔️პროექტის კრეატიულობა;

პრიორიტეტი მიენიჭიება პროექტს, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მიზანი და მიზნის მიღწევის გზები, მოსალოდნელი შედეგი და დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი.
პროექტის განხორციელების ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

განაცხადის შემოტანის ვადა: 2019 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრამდე პერიოდი
მისამართი: დიდაჭარის ქუჩა 25 / ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი
პროექტის ელ. ვერსია შეგიძლიათ გამოაგზავნთ ელ. ფოსტაზე: khelvachauriyouthcenter@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია: 599359191, 599851456

იხილეთ პროექტის განაცხადის ფორმა