ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის გასვლითი შეხვედრა მახოს სკოლაში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის გასვლითი შეხვედრა მახოს სკოლაში

დღეს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მახოს საჯარო სკოლაში. შეხვედრა ითვალისწინებდა ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობის გაცნობას, მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას შემდგომში პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით. შეხვედრას მახოს საჯარო სკოლაში სულ 65 ახალგაზრდა დაესწრო.