ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის გასვლითი შეხვედრა მახინჯაურში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის გასვლითი შეხვედრა მახინჯაურში

26 სექტემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მახინჯაურის საჯარო სკოლაში. შეხვედრა ითვალისწინებდა ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობის გაცნობას, მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას შემდგომში პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით. შეხვედრას მახინჯაურის საჯარო სკოლაში სულ 25 ახალგაზრდა დაესწრო.