ხელმძღვანელი პირები სოფელ კიბეს მოსახლეობას შეხვდნენ

ხელმძღვანელი პირები სოფელ კიბეს მოსახლეობას შეხვდნენ

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ადგილობრივების ყოფით პრობლემებს სოფელ კიბეში გაეცნენ. მოსახლეობამ ხელმძღვანელ პირებს ახალი სასმელი წყლის ავზის დამონტაჟება და შიდა სასოფლო გზის ნაწილის მოწესრიგება თხოვეს. გამგებელმა მოსახლეობას განუმარტა, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის 64–ვე სოფელში ეტაპობრივად გზების ნაწილი დაბეტონდება, რაც შეეხება ახალი წყლის აუზის მოწყობას, აღნიშნულ საკითხს უახლოეს მომავალში სპეციალური კომისია შეისწავლის.