იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს წარმომადგენლების შეხვედრა

იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს წარმომადგენლების შეხვედრა

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრების გამართვა დაიწყო. დღეს სოფელ თხილნარში კონსულტატმა ნატალია ირემაძემ ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო და იურიდიული კონსულტაციები გაუწია. სხვადასხვა საკითხს შორის, მოქალაქეებს განემარტათ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის წესი და პირობები. 
შეხვედრაზე საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ასევე ისაუბრეს რეპრესირებულებთან დაკავშირებით დოკომენტაციის მომზადების წესზე. მომდევნო შეხვედრა 1 კვირაში შედგება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღნიშნულ სამსახურთან ერთად შეხვედრები გამგეობის საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილებისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით იმართება.