იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა.
კომისიის სხდომაზე წევრებმა დღის წესრიგით გათვალიწინებულ 9 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 60 6539 ლარი ემატება.
ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების თანახმად შიდა სასოფლო გზების მოსაწესრიგებლად შვიდი ახალი პროექტი განხორციელდება . ჯამში 391 614 ლარის ოდენობით.
გარე განათების მოწყობაა დაგეგმილი ახალსოფელში ცენტრალური საავტომობილო გზიდან მე-5 ბრიგადისა და სოფელ შარაბიძეებში ზედა შარაბიძეების მიმართულებით.
საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად ასევე განხილული იქნა განკარგულების პროექტები „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხილნარის თემის სოფელ თხილნარში და ზედა თხილნარში ქუჩების სახელდების და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შესახებ“ 2012 წლის 23 მაისის #32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მახინჯაურის თემის სოფელ შუა მახინჯაურში ქუჩების სახელდების და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის #107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილების თანახმად სოფელ თხილნარში ერთ-ერთ ქუჩას ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძისა და მახინჯაურში ექიმი ნინა კაკაბაძის სახელი მიენიჭება.