იოსებ ბოლქვაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

იოსებ ბოლქვაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

წინა საახალწლო აქციის ფარგლებში საკრებულოს სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძემ აჭარისწყლის ადმინისტრაციული ორგანოს უფროს სპეციალისტთან მურმან ცისკარაძესთან ერთად სოფელ მაჭახლისპირში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ლიდა სუკოლნიკოვას ოჯახს დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ტკბილეულთან ერთად სურსათიც გადასცეს.
აქციის ფარგლებში სააახალწლო ნობათითა და სურსათით სოფელ აჭარისწყალში მცხოვრები დარიკო ბერიძის ოჯახიც გაახარეს.