ილია ნაკაშიძე საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგა

 ილია ნაკაშიძე საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგა

ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ნაკაშიძე დღეს კულტურის ცენტრში საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგა. პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, ბათუმი მერი ლაშა კომახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოსახლეობა ესწრებოდა. 
მაჭახლის ხეობის 9 სოფელს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა, 1100 მოქალაქესთან შეხვედრა და შუამდგომლობა, გაზიფიცირება,თურქულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრა ფერმერებთან, ქველმოქმედება - ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომელშიც უშუალოდ მაჟორიტარი დეპუტატი იყო ჩართული.