იაპონიის საელჩოს საგრანტო პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით იაპონიის საელჩოს საგრანტო პროექტის პრეზენტაცია მოეწყო დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში.
სამუშაო შეხვედრას აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენელი ხათუნა ხვიჩია და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი – ანზორ ბოლქვაძე იმყოფებოდა.
საგრანტო პროგრამის მიზანია სიღარიბის დაძლევა და სოციალური პრობლემების შემცირება. საგრანტო პროგრამების მიმართულებებია: სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, განათლება და ჯანდაცვა. განაცხადის წარმოდგენა შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციას 2 წლიანი გამოცდილებით, მუნიციპალიტეტსა და კოალიციას.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტომდე ელ.ფოსტაზე უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო პაკეტი. (სრული სია იხ. საელჩოს ვებ-გვერდზე). შესაძლებელია ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა. იხილეთ სავალდებულო, წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: სააპლიკაციო ფორმა; ბიუჯეტი; ბოლო 3 წლის ბრუნვა/ბიუჯეტი; რეესტრების ამონაწერები; მონიტორინგის გეგმა; ტექნიკური აღწერა - შესასყიდი მასალის; თანადაფინანსების გარანტია; საგრანტო პროექტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს და სარგებელი უნდა მოუტანოს ბევრ ადამიანს.
იაპონიის საელჩოს ეგიდით 1998-2018 წლებში 168 მცირე პროექტი დაფინანსდა. საკონტაქტო ინფორმაცია: grassroot2@tb.mofa.go.jp