I- ადგილი ჭარნალის საჯარო სკოლამ ფრენბურთში(გოგონები) დაიკავა

I- ადგილი  ჭარნალის საჯარო სკოლამ ფრენბურთში(გოგონები) დაიკავა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის 28-ე მოსწავლეთა სპორტული თამაშები გრძელდება.28-ე სპორტული თამაშების ფარგლებში დღეს დასრულდა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში შეჯიბრი ფრენბურთში(გოგონები).შეჯიბრი 4-დღიანი იყო მასში 9 სკოლა და 90 მოსწავლე მონაწილეობდა.I-ადგილი ჭარნალის საჯარო სკოლამ;II- ადგილი ახალსოფლის საჯარო სკოლამ;III-ადგილი ზედა წინსვლას საჯარო სკოლამ მოიპოვა.გამარჯვებულები თასებით,სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.საპრიზო ადგილზე გასულები ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორმა გენადი ჩხაიძემ,ხელვაჩაურის მერიის საკრებულოს განათლების,კულტურის,სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძემ და ხელვაჩაურის მერიის განთლების,კულტურის,სპორტის,ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მადონა დავითაძემ დააჯილდოვეს.28-ე სპორტული თამაშები სპორტის 9 სახეობაში ჩატარდება.