ჰესებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა

ჰესებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილო მოსახლეობასა და კომპანია „აჭარ ენერჯი-2007-ის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და კირნათის თემში მაჟორიტარი დეპუტატი ნესტან დიდმანიძე ესწრება. საუბრის თემა ჰესების მშენებლობათან დაკავშირებით კომპესაციების გაცემის საკითხი იყო. 
   შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწია.მოსახლეობისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული კომპესაციების გაცემის გრაფიკი მიუღებელი აღმოჩნდა. "აჭარ ენერჯი–2007"– ის წარმომადგენელმა ადგილობრივებს განუმარტა, რომ თანხას 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე მიიღებენ. 
 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის და საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერის ილია ნაკაშიძის თხოვნით კიდევ ერთი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აპრილს გაიმართება. 
   შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ბიური და გამგეობა ერთობლივად 1 თვეა მუშაობს. ხელვაჩაური ჰესისა და კირნათი ჰესის მშენებლობის გამო კომპესაციით დაკმაყოფილევბას 200–მდე ადამიანი ითხოვს.