გ.რობაქიძის სახ.უნივერსიტეტის შეთავაზება საჯარო მოხელებს

გ.რობაქიძის სახ.უნივერსიტეტის შეთავაზება საჯარო მოხელებს

   კვალიფიციურ კონსულტაციას სთავაზობს საჯარო მოხელეებს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი. დაინტერესებულ პირებს მომსახურებას ცენტრი კონფიდენციალურობის დაცვით, ელექტრონული ფორმატით, უმოკლეს ვადაში და უფასოდ გაუწევს. პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე თანამშრომლებთან ერთად დაესწრო. შეხვედრას ასევე ხელვაჩაურის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ილია ნაკაშიძის ხელვაჩაურის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცენტრის ვებ-გვერდის საშუალებით, www. gruni.edu.ge. www.portal.gruni.edu.ge- დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ დასვან საჯარო მმართველობის განხორცილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა/პრობლემა. სტუდენტი შესაბამისი დარგის პროფესორთან ერთად, უზრუნველყოფს კვალიფიციური და დეტალური პასუხის გაცემას აპლიკაციის შევსებიდან 10 დღის ვადაში. უნივიესიტეტის პროფესორთა კორპუსმა, 2012 წელს, სამი ათასამდე საჯარო მოხელის გადამზადებაში მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრს ხელეწიფება კვალიფიციური რეკომენდაციების შემუშავება ნებისმიერი პრობლემის გადასაწყვეტად. ცენტრი პასუხისმგებლობას იღებს აპლიკაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე. პროექტის ხელმძღვანელები არიან ანა ფირცხალაშვილი და თემურ მაისურაძე. ტელ: (+995 0422) 245133.