ღონისძიება ,,არა ძალადობას“ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება ,,არა ძალადობას“ გაიმართა.
✔ ღონისძიება მერიის გენდერული თანააწორობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
✔ სკოლის მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო ნახატები, ძალადობის წინააღმდეგ.
✔ შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია და ხელვაჩაურის გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
✔ ღონისძიება მერის რეფერენდის გენდერულ საკითხებში და განათლების, კულტურის, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.