გენდერული თანასწორობის საბჭომ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოაწყო

გენდერული თანასწორობის საბჭომ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოაწყო

ხელვაჩაურის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებითა  და საინფორმაციო ცენტრი    ნატოსა და ევროკავშირის  შესახებ  აჭარის ბიუროს ინიციატივით მუნიციპალიტეტში მოღვაწე აქტიური ქალბატონებისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოეწყო.

ნატოსა და ევროკავშირის  შესახებ  აჭარის ბიუროს ხელმძღვანელმა ირმა გაბინაშვილმა საზოგადოებას საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე, ანტიდასავლური პროპაგანდის მიერ გავრცელებულ არასწორ ფაქტებსა და რეალობაზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც ძირითადად უვიზო მიმოსვლას ეხებოდა.