გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები2017 წლის 24 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით:

24 აპრილი 16:00 საათი - მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება შეხვედრა ბავშვთა ძალადობის (რეფერირების) კანონთან დაკავშირებით, შეხვედრაზე მოწვეულია პოლიციის, პროკურატურის და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. შეხვედრას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია წარადგენს ანგარიშს, გამგეობა კი აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ინსტრუქციის პროექტს. 
24 აპრილი 14:00 საათი - ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართება მოსწავლე - ახალგაზრდობის ღონისძიება. წარმოჩენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები.
25 აპრილი 15:00 საათი - წიგნისა და საავტორო უფლებების დღისა და ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით თხილნარის კულტურის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან, საჯარო სკოლების ბიბლიოთეკარებთან, მოწვეულია პოეტი გენრი დოლიძე. 15:30 სთ - ახალგაზრდობის ცენტრში განხილული იქნება მ.ჯავახიშვილის ,,კვაჭი კვაჭანტირაძე“ (შეხვედრას წარუღძვება ნათია მიქელთაძე)
26 აპრილი 13:00 საათი - თხილნარის კულტურის ცენტრში გაიმართება ზურაბ ვარშანიძის 70 წლის საიუბილეო ღონისძიება - დაჯილდოება. , ხოლო 18:00 საათზე ქალაქ ბათუმში საზეიმო ბანკეტი.
27 აპრილი 15:00 საათი - ხელვაჩაურის ქალთა ოთახში გაიმართება მორიგი შეხვედრა ,,საბავშვო ბაღებში ჭადრაკის პოპულარიზაციის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც დაესწრება მახოს, ახალსოფლის და განთიადის საბავშვო ბაღების ჭადრაკში მოხალისე აღმზრდელები და აღსაზრდელები. შეხვედრას ჩაატარებს პროექტის ინიციატორი ზურაბ ზაქარიაძე. 
28 აპრილი 15:00 საათი - თხილნარის კლუბში გაიმართება ადგილობრივი ახალგაზრდა დამწყები პოეტის დიანა დუმბაძის ლექსების ,,მეწვია მუზა“ წიგნის პრეზენტაცია. 
28 აპრილი 16:00 საათი - ახალგაზრდობის ცენტრში ინტელექტკლუბის ფარგლებში ჩატარდება ყოველკვირეული თამაში რა?სად?როდის? 
28-29 აპრილი - ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართება საჯარო სკოლებს შორის 27-ე სპორტული თამაშები ხელბურთში, ფინალი 29 აპრილს 15:00 საათზე.
29 აპრილი 11:00 საათი - ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდება პროექტის ,,ახალგაზრდები თემის განვითარებისთვის“ პირველი სამუშაო შეხვედრა.
29 აპრილი 12:00 საათი - თხილნარის კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ბავშვთა აჭარის რეგიონალური დათვალიერება - კონკურსის პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ხელვაჩაურის 13 შემოქმედებითი ბავშვთა ანსამბლი.
30 აპრილი - ქალაქ ბათუმში გაიმართება აჭარის რეგიონალური სასკოლო სპორტული შეჯიბრება კალათბურთში, ხელვაჩაურის სახელით კი იასპარეზებს თხილნარის №1 საჯარო სკოლა.
ინფორმაცია:
* მუშავდება ბრძანება, რომელიც იმუშავებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების უკეთ შესწავლასა და შესაბამისი პროგრამების დანერგვაზე.
* მზადდება ინფორმაცია საბავშვო ბაღების საქართველოს ერთიან ელექტრონული ბაზაში ხელვაჩაურის 13 ბაღის შესახებ.
* საბავშვო ბაღების ღონისძიებები - 26 აპრილი 13:00 საათი ერგეს საბავშვო ბაღში - ვიქტორინა, 27 აპრილი 13:00 საათი - ჩიქუნეთის საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება შემაჯამებელი ვიქტორინა, რომელიც მოიცავს აღსაზრდელის შესწავლილი უნარის გამოვლენას. 28 აპრილი 13:00 საათი - აჭარისწყლის საბავშვო ბაღში - მიუზიკლი.
* მუშავდება ხელვაჩაურის 2017 წლის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი.