გამგებელი სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებულებს შეხვდა

გამგებელი სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებულებს შეხვდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული ადგილობრივი ქალბატონების სამუშაო გარემოს გაეცნო. 
მოგვიანებით, ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკის დირექტორს ქენან აღირბაშს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ადგილობრივი ქალბატონების (50 ადამიანი) დასაქმებაზე ისაუბრეს.პირველ ეტაპზე დასაქმებულის ანაზღაურება 250 ლარი იქნება, მომდევნო თვეში კი გამომუშავების პრინციპის მიხედვით ანაზღაურება გაიზრდება. 
დღესვე გამგებელმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში დასასაქმებელი ქალბატონების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაავალა. 
ხელვაჩაურში ფაბრიკა თურქულ კორპორაცია ATK-ის ეკუთვნის, რომლის შვილობილ კომპანიას საქართველოში BTM Textile წარმოადგენს. საწარმო ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაშია განთავსებული, რომელიც თურქულმა კომპანიამ 2006 წელს გახსნა. ფაბრიკაში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივია. აქ შეკერილი სამოსი ექსპორტზე ევროპის ბაზარზე გადის.