გამგებელი ნადიმ ვარშანიძე სარფის მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს მუნიციპალიტეტის პირველი პირი მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა.
ადგილობრივებმა გარე განათების დამონტაჟება, საბავშვო ბაღის აშენება, სკვერის კეთილმოწყობა და სოფელში ინტერნეტის შეყვანა მოითხოვეს. გამგებელი მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრაზე ხელვაჩაურში საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამეტის ბიუროს წარმომადგენლები და „ქალთა ოთახის“ კოორდინატორი იმყოფებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე „ღია სივრცე საზოგადოებისთვის“ საინფორმაციო ფლაიერები აქტიურ ქალბატონებს დაურიგდა.
მიმდინარე წელს სოფელ სარფში დაგეგმილია ფერდდამცავი კედლების მშენებლობა და უკვე გადაწყვეტილია, რომ სოფელი მალე ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება.