"გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად"

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ჩაერთო ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ აქციაში "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად". ღონისძიება მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. მოხალისეებს უფასოდ გაუკეთდათ სხვადასხვა სამედიცინო ანალიზები, მათ შორის ანალიზები ინფექციურ დაავადებებზე.
აქციის მონაწილეებს გადაეცათ ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის სერტიფიკატები.