ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

ხვალ 17:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები შეხვდებიან პროფესიულ ჯგუფებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რეგიონებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. 
შეხვედრების მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ასევე, საუბარი შეეხება იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.