,,ეთნიკური კონფლიქტები“- თემაზე პრეზენტაცია სალიბაურის № 1 სკოლაში

,,ეთნიკური კონფლიქტები“- თემაზე პრეზენტაცია სალიბაურის № 1 სკოლაში

,,ეთნიკური კონფლიქტები“- ამ თემაზე პრეზენტაცია გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში. აუდიტორიის წინაშე კაპრეშუმის და წინსვლის საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის წევრები წარსდგნენ. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის სამსხურის უფროსი ქეთევან დევაძე და გამგებლის თანაშემწე მაგდა მალაყმაძე ესწრებოდა. 
   პროფესორ ნადიმ ვარშანიძესა და მოსწავლეებს შორის თემის შესახებ საინტერესო დისკუსია შედგა. პროექტი „გამგებელი სკოლაში“ ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.