"ექსპო-ბათუმი 2017"-ში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა

"ექსპო-ბათუმი 2017"-ში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა

   2017 წლის 12-14 მაისს სასტუმრო "შერატონში", კომპანია "ექსპო-ბათუმის" ორგანიზებით, ტურიზმისა და სასატუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა "EXPO BATUMI 2017" მოეწყო.
საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური პროდუქცია. სტუმრები ერთ სივრცეში გაეცვნენ რეგიონის კულტურას, დააგემოვნეს აჭარაში წარმოებული სასმელები და ტრადიციული კერძები. 
გამოფენაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული. მიმდინარე წელსაც გამგეობამ ტრადიციული კერძები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და ბუკლეტებით საკუთარი კუთხე წარმოადგინა. საერთაშორისო დონის გამოფენაზე ვიზიტორებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პროექტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება ბუკლეტების საშუალებით ჰქონდათ. „ექსპო ბათუმზე“ რეწვის ოსტატების (აჭარისწყალი, ჩხუტუნეთი, სარფი, თხილნარი, ერგე) ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.ხელვაჩაურის კუთხემ დამთვალიერებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობასა და ორგანიზებას ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური ახორციელებდა. 
გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა ცეზარ ფშიბილსკიმ, ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა და აზერბაიჯანის კონსულმა ბათუმში რაშად ისმაილოვმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.