ძლიერ წვიმის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 4 სტიქიის კერა დაფიქსირდა

ძლიერ წვიმის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 4 სტიქიის კერა დაფიქსირდა

 

 ძლიერ წვიმის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 4 მეწყრული კერა დაფიქსირდა.შექმნილი ვითარება მართვადია.  ზედა თხილნარში საჯარო სკოლასთან ჩამოწვა მიწის მასა და ჩაიკეტა გზა. ამჟამად საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სოფელ წინსვლაში და აგარაში ცენტრალურ გზაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ასევე სოფ. სარფში ჩანქერთან ჩამოცვივდა ქვები. ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

 უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივ მოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 75; 591 98 32 61; 595 95 87 08;