ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის სხდომა ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა 13 საკითხზე იმსჯელეს. პირველივე საკითხად მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილბრივ ბიუჯეტში შესატან ცვლიებები განიხილეს, დადგენილების თანახმად ბიუჯეტში შემდეგი მიმართულებით იქნება ცვლილებები განხორციელებული. ააიპების სუბსიდიებისათვის ჯამში 546 228 ლარი, სოფლის მეურნეობის დარგში სასათბურე მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამისათვის 90 000 ლარი, გზებზე ფერდსამაგრი კედლების მოწყობისათვის 103 750 ლარი, ქვედა კაპრეშუმში სასმელი წყლის რებილიტაციისათვის დამატებით 77 741 ლარი, ზედა განახლებაში სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის დამატებით 27 022 ლარი, საფეხბურთო კლუბ ”მაჭახელას”-ათვის სასპორტო ინვენტარის შეძენისთვის 37 400 ლარი, ორთაბათუმის საბავშვო ბაღის ინვენტარის შეძენისათვის 141 200 ლარი, 2018-2019 წლის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო პროექტებისათვის 60 000 ლარი, ზედამხედველობისა და ექსპერტიზის ხარჯებისათვის 250 000 ლარი, ასევე გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნის მიზნით 13 300 ლარი, ხოლო დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველყოფას ბენეფიციართა მატების გამო ემატება 2 704 ლარი. სხდომაზე გადაწყდა რომ დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხები გავიდეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.