დღეს საკრებულოს სხდომა ჩატარდა

დღეს საკრებულოს სხდომა ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #12 სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისიწნებულ 2 საკითხზე იმსჯელეს.
ცვლილება შევიდა მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის მიერ 2018 წელს განსახორციელებელ პროგრამებში, ცვლილების თანახმად პროგრამაში დაჩენილი ეკონომიით მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე, რომლებმაც დაგვიანებით წარმოადგინეს განცხადებები, ჯამში 4 სტუდენტია, გაიცემა ერთჯერადი სტიპენდია.

სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ.
პროექტის თანახმად მიმდინარე წლის ოქტომბრში ვადა გაუვიდა საიჯარო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც დროებით სარგებლობაში, სამი წლის ვადით გაცემული იყო სოფელ სარფში დასახლება კვარიათიდან სოფელ სარფის ცენტრის მიმართულებით, საავტომობილო გზის გასწვრივ და სოფელ სარფის ცენტრში სარეკლამო საშუალებებისათვის (ბილბორდი, ბანერი) მიწის ნაკვეთები. ვადის გასვლის გამო შესაძლებელი ხდება მათი თავიდან, ისევ იჯარის წესით დროებით სარგებლობაში გადაცემა ელექტრონული აუქციონის ფორმით, შესაბამისად აღნიშნული საკითხის სრულყოფისათვის მუნიციპალიტეტის მერია მალე ელექტრონულ აუქციონს გამოაცხადებს.