დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დღეს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა მოქალაქეთა მიერ უკვე შემოტანილი და განხილული პეტიცების მიმდინარეობის პროცესები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წელს შეიქმნა და პერიოდულად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ შემოტანილ პეტიციებს განიხილავს. წელს საკრებულოში მოქალაქეთა მიერ 5 პეტიცია იქნა შემოტანილი მათგან ყველა დაფინანსდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროეტების მომზადება რათა მომავალი წლის ბიუჯეტში თითეული პეტიციის დასაფინანსებლად თანხები აისახოს. მუნიციპალიტეტში პეტიციების მომზადებასა და მოქალაქეთა ჩართულობას არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტი უწევს ორგანიზებას.