დღეიდან მოქალაქეებს პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენა შეუძლიათ

21 მაისიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
• ელექტრონული პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% პროცენტს (450 ამომრჩეველი);
• ელექტრონული სახით წარსადგენად პეტიციის ავტორი უნდა დარეგისტრირდეს აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს.
• განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე.
• ელექტრონული პეტიცია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ -გვერდზე ტექნიკური ასახვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კანდელაკმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად გადასცა.
ელექტრონული პეტიციის ლინკი htt://petition.lsg.ge/khelvachauri