დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელვაჩაურში

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელვაჩაურში

   ,ჩვენი დედა ენა'' - ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე 1 საათიანი საინტერესო ღონისძიებით წარსდგნენ. ბაღების გაერთიანებისგან პატარებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. 
   დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.