დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ხელვაჩაურში აღინიშნა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. „დაუნის სინდრომი სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ჭრილში“ და „დაუნის სინდრომი- განათლების ხელმისაწვდომობა და გამოწვევები“ - ამ თემებზე პრეზენტაციები დღეს გაიმართა. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, მოადგილე მინდია ბასილაძე, შშმ პირთა მშობელთა კლუბის წევრები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. მოგვიანებით გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და შშმ პირთა მშობელთა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა სიმბოლური ტორიტი ერთად გაჭრეს. კამპანიის მიზანია შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და საზოგადოებაში არსებული სტიგმის დამსხვრევა.
ამ დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო ღია ცის ქვეშ. დღევანდელი აქტივობები ბუშტების გაშვებით დასრულდა.
ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებითა და ინციატივით გაიმარა .