დასუფთავების აქცია სოფელ შარაბიძეებში

დასუფთავების აქცია სოფელ შარაბიძეებში

  „გავუფრთხილდეთ გარემოს და შევინარჩუნოთ სუფთა სოფელი“ - ამ სახელწოდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავების აქციების ჩატარება გრძელდება. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა, ხელვაჩაურის № 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ბის წარმომადგენლებმა შარაბიძეების ტერიტორის დაასუფთავეს. 
აქტივობის მიზანი ხელვაჩაურის ყველა სოფლის მოწესრიგება, ტურისტებისთვის მიმზიდეველი გარემოს შექმნა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა. 
დასუფთავების აქცია საზოგადოებასთან ურთიეთრთობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.