ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 5 საკითხზე იმსჯელეს

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 5 საკითხზე იმსჯელეს

დღეს ბიუროს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი იყო. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად შემოსავლების ნაწილს ემატება 749 949 ლარი. ხარჯვითი ნაწილი იზრდება 1 273 777 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებისათვის. მათ შორის: მტირალა - ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობის მესამე ეტაპისათვის 500 000 ლარი, შიდა სასოფლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ჯამში 458 407 ლარია გათვალისწინებული. სხდომაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამები განიხილეს. ცვლილება შედის ასევე მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლებისა და კულტურის სამსახურის მიერ 2018 წლის კულტურულ -საგანმანათლებლო, სპორტული, სტუდენტური და ახლგაზრდული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #79 განკარგულებაში. ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრთა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი იქნება გატანილი.